გორისა და ატენის ეპარქია 83 790 კვ. მეტრი მიწის ფართის მესაკუთრე/თანამესაკუთრეა

დეკემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორისა და ატენის ეპარქიის საკუთრებასა და თანასაკუთრებაში ჯამში 83 790 კვადრატული მეტრი მიწის ფართი ირიცხება - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიაწოდა. 

სააგენტოს მონაცემების მიხედვით,  გორისა და ატენის ეპარქიის საკუთრების/თანასაკუთრების უფლებით, გორის სარეგისტრაციო ზონაში, 83 790 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული.

ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს საპატრიარქო 62,7 კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწას ფლობს. ფართობის 96 პროცენტი საპატრიარქომ სახელმწიფოსა და კერძო პირებისგან საკუთრებაში ან დროებით სამართავად უსასყიდლოდ მიიღო.

Read 323 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი