ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის ევროპული ტურნე 13 დეკემბერს დასრულდება

დეკემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ქეთი მელუამ და გორის ქალთა კამერულმა გუნდმა, ევროპული ტურნეს ფარგლებში, 29 კონცერტი უკვე ჩაატარა. საკონცერტო დღიურში 8 ქალაქი ჯერ კიდევ წინაა.

ევროპული ტურნე 24 ოქტომბერს სტოკჰოლმში დაიწყო და 13 დეკემბერს ედინბურგში დასრულდება.

კამერული გუნდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გორის ქალთა კაპელას პირველმა ევროტურმა დიდი წარმატება მოუტანა. თეონა ცირამუას თქმით, ევროპელი აუდიტორიის სურვილი, რომ კვლავ მოუსმინონ, მათთვის დიდი სტიმულია.

“ყოველთვის ისეთ ნაწარმოებებს ვარჩევ, რომ იყოს ემოციური და დამაფიქრებელი, ამას მსმენელი ყოველთვის კარგად იღებს და აღფრთოვანებული რჩება. წლების განმავლობაში, დამიგროვდა გამოცდილება და ზუსტად ვიცი, მსმენელზე და მაყურებელზე ზემოქმედება როგორ უნდა მოვახდინო და მგონი, ამას წარმატებით ვართმევთ თავს. შედეგიც ზუსტად ის გვაქვს, რაც უნდა გვქონდეს“, - აცხადებს თეონა ცირამუა.

გორის ქალთა კამერულმა გუნდმა პირველი ევროპული ტურნე 2016 წელს მოაწყო. გუნდმა ტურნეს ფარგლებში, მომღერალ ქეთი მელუასთან ერთა,დ კონცერტები  ევროპის 6 ქვეყანაში გამართა.

Read 306 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი