მერია გეგმავს, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 17 ოჯახს 200-ლარიანი ვაუჩერი თავად მისცეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის განკარგულების მიხედვით, ვერ მოხვდნენ დაფინანსებაში, ანალოგიურ ფინანსური დახმარების მიცემას გორის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს.
საუბარია ბუნებრივი აირის 200 ლარიან ვაუჩერზე, რომელიც გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახებს ერთჯერადად დაერიცხებათ. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარის, ზურაბ ყაჯრიშვილის ინფორმაციით, ერთჯერადი ფინანსური დახმარების გარეშე ტექნიკური ხარვეზის გამო 17-მდე ოჯახი დარჩა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც გაურკვევლობა მოხდა. დაფინანსებაში 17 ოჯახი გამორჩათ ტექნიკური მიზეზის გამო და ვერ მოხვდნენ ამ დაფინანსებაში. გადავწყვიტეთ, რომ ამ ოჯახებს მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით, ანალოგიური რაოდენობის თანხით დაეხმარება", -განაცხადა ზურაბ ყაჯრიშვილმა.
აღნიშნული საკითხი საბოლოოდ 14 დეკემბერს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გადაწყდება.
Latest from რადიო მოზაიკა
- მამიდის მიმართ მუქარისა და შეურაცხყოფის ბრალდებით ხიდისთავში ერთი პირი დააკავეს
- 25 დევნილ ახალგაზრდას დასაქმებისთვის გადაამზადებენ
- გუბერნიამ 4228 ლარი სტუმრების დასახვედრად და სარესტორნე მომსახურებისთვის დახარჯა
- გორის პატრული: დავაჯარიმეთ, თუმცა არ დაგვინახავს შუქნიშნის რა ფერზე გაიარა
- ცხინვალელები დევნილი პოეტების კრებულის პრეზენტაციას დაესწრნენ