mukilurji640X90

"ორფეოსი და ევრიკიდე"  - ვის და რატომ უძღვნის სპექტაკლს რეჟისორი

დეკემბერი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის თეატრში სპექტაკლი "ორფეოსი და ევრიკიდე" გაიმართება.

სამაგისტრო სპექტაკლი ადაპტირებულია, რომლის ავტორი და რეჟისორი ანა ნიკოლაიშვილია. რეჟისორი ამბობს, რომ სპექტაკლი მისი ოჯახის წევრის, აფახაზეთის და სამაჩაბლოს ომის ვეტერანს, ალექსანდრე ღოღობერიძეს ეძღვნება. "ორფეოსი და ევრიკიდე" იმ პროექტის ფარგლებში დაიდგმება, რომელსაც კულტურის სამინისტრო, მაგისტრანტი სტუდენტებისთვის, რეგიონულ თეატრებთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.

"ეს არის ფრანგი დრამატურგის, ჟან ანუის პიესის ადაპტირებული ვერსია. ეს პიესა გამოვიყენე იმის სათქმელად, რაც ტერენტი გრანელის სიტყვებით შეიძლება ითქვას მარტივად - "არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ - რაღაც სხვა". აქცენტი გაკეთდა თავად მითზე ორფეოსის და ევრიკიდეს შესახებ და შეიკრა იმ კონცეფციის გარშემო, რასაც ტერენტი გრანელის ეს ფრაზა გამოხატავს. რაც შეეხება ალექსანდრე ღოღობერიძეს, ის გახლავთ ჩემი ძმა, რომელიც არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის ვეტერანი და ეს გახლავთ ჩემი ჟესტი მის საპატივსაცემოდ, რადგან მისი სამხედრო მოღვაწეობა უკავშირდება ამ რეგიონს და ასევე იმ სიცოცხლის, სიკვდილის და სიყვარულის თემებს, რომლებზეც არის საუბარი ამ სპექტაკლში", - ამბობს რეჟისორი, ანა ნიკოლაშვილი.

Read 125 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი