ბოლო 5 წელიწადში ბაღის აღმზრდელების ხელფასი 100 ლარით გაიზარდა

დეკემბერი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"2013 წლიდან საბავშვო ბაგა-ბაღებს ვაუჩერული დაფინანსება ეტაპობრივად ეზრდებოდათ, შესაბამისად, ბაღის ბიუჯეტი ბავშვთა რაოდენობით განისაზღვრებოდა. სახელფასო სარგოების გაზრდას კი სააღმზრდელო დაწესებულების დირექცია არეგულირებდა", - რადიო "მოზაიკას" ინფორმაცია ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიაწოდა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბიუჯეტის გაზრდა 1 619 000 ლარით იგეგმება. სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში პერსონალს ხელფასები მოემატებათ. 

“მომავალი წლისთვის ჩვენ მოვითხოვეთ 7 800 000 ლარამდე დაფინანსება. გვითხრეს, რომ ამ მოთხოვნას დაგვიკმაყოფილებდნენ და იმ ოდენობით გავზრდით საბავშვო ბაღების აღმზრდელების ხელფასებს, როგორც გათვალისწინებული გვქონდა. ჩვენ ვიმუშავეთ იმაზე, რომ საბავშვო ბაღებში, აღმზრდელებსაც და ძიძებსაც, ყველა ბაღში ერთნაირი ხელფასი ჰქონოდათ. 2019 წლიდან ყველა აღმზრდელი დარიცხვით მიიღებს 400 ლარს, აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა) კი 300 ლარს“, - ამბობს ლია კოვზიაშვილი.

2017 წელს ბაღების მართვის სააგენტოს დაფუძნების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებში მართვის უფლება აღნიშნულ ა(ა)-იპ -ს გადაეცა და შესაბამისად, ხელფასების რაოდენობასაც სააგენტო არეგულირებს მერთან შეთანხმებით. საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2013 წლამდე საბავშო ბაღის აღმზრდელის მინიმალური ხელფასი 160 ლარი იყო. ამჟამად, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დირექტორების მაქსიმალური ხელფასი 695 ლარი, ხოლო მინიმალური-400 ლარია. აღმზრდელების ხელფასი 355-დან 250 ლარამდე მერყეობს, აღმზრდელის თანაშემწის- 320 ლარიდან, 187 ლარამდეა. 

 

Read 813 times Last modified on Last modified on დეკემბერი 10 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი