ლომჭაბუკის სკვერის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო

დეკემბერი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ლომჭაბუკის სკვერის ტერიტორიისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები  ინტენსიურად მიმდინარეობს. 

პროექტის ღირებულება, რომელიც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა შეიმუშავა, 2 მილიონ 100 ათასი ლარია. აქედან, მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების წილი დაახლოებით 300 000 ლარია, 1 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების გრანტი კი უწყებამ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა. 

lomchabuk 55

"ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. პროექტი "ლომჭაბუკისმონუმენტისა და სკვერის რეაბილიტაცია, სკვერში არსებული შენობის აღდგენა და მოეწყობა გამოფენებისა და ღონისძიებებისთვის, საპარკინგე ადგილის მოწყობა სკვერის მიმდებარედ, საფეხმავლო ბილიკის მოწყობა გორის ციხის გარშემო. სამუშაოების პირველი ეტაპი 2019 წლის მაისში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 581 194 ლარია”, -ამბობენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში

პროექტის ფარგლებში მოხდება ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია. ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნება ტურისტული ინფრასტრუქტურა. საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, 4 500 მეტრი სიგრძის ველობილიკი (ველო გაქირავების ადგილები), ველოპარკინგის 5 სივრცე და 4 საზოგადოებრივი საპირფარეშო.

lomchabuk 22

Read 633 times Last modified on Last modified on დეკემბერი 11 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი