Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018 14:16

გორის მერია საახალწლო ბაზრობის მოწყობას გეგმავს

Rate this item
(0 votes)

"გორში საახალწლო ბაზრობა მოეწყობა", - ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, რამაზ შიოშვილმა განუცხადა. 

“ჯერ საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ, იგეგმება საახალწლო ბაზრობის მოწყობა, ზუსტად არ ვიცით, ჯერ რა რიცხვში მოეწყობა, ახლა ვმუშაობთ ამაზე. რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, 17 დეკემბერს იქნება ნაძვის ხის ანთება. 31 დეკემბერს, ტრადიციულად როგორც ხდება ხოლმე, დაახლოებით 10 საათისთვის დაიწყება კონცერტი საკრებულოს შენობის წინ მოწყობილ სცენაზე. ვაპირებთ რამდენიმე მომღერლის მოწვევას. ასევე ვფიქრობთ, რომ საახალწლო პერიოდში მოვაწყოთ ატრაქციონები, ქალაქის სამ ლოკაციაზე, ამაზეც უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ატრაქციონები უფასო იქნება სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისთვის“, - ამბობს რამაზ შიოშვილი.

Read 1301 times