საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე წელს გორის მერიაში 103-ით მეტი წერილია შესული

დეკემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მიმდინარე წელს საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით გორის მერიამ ოფიციალურად 217 წერილი მიიღო.

ამის შესახებ რადიო "მოზაიკას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა განუცხადა. გიორგი ღვინიაშვილის განმარტებით, წერილის ავტორები ძირითადად მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან, ერთეულ შემთხვევებში კი ინფორმაციის მიღების მსურველთა შორის გასული თვეების განმავლობაში უცხოური ორგანიზაციებიც იყვნენ.

"ძირითადად ითხოვდნენ ინფორმაციას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. წელს შემოსული წერილების რიცხვი 217-ით განისაზღვრა, გასულ წელს კი ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების მთლიანი მაჩვენებელი ამ მიმართულებით, 114 იყო. მინდა აღვნიშნო, რომ კანონით განსაზღვრული 10 დღიანი ვადა ჩვენი მხრიდან მხოლოდ 12-13% -ზე იყო გამოყენებული, მოთხოვნილ ინფორმაციათა დანარჩენ ნაწილზე დაუყონებლივ გავეცით. აქედან არცერთს წერილის ავტორთა მხრიდან გასაჩივრება არ მოჰყოლია", - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

საჯარო დაწესებულებებს ინფორმაციის გაცემას „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 37-ე ასევე ამავე კოდექსის მე-40 მუხლები ავალდებულებს.

მუხლი 37. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა:

  • ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
  • საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.
  • საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით.
  • საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მტკიცდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 40. საჯარო ინფორმაციის გაცემა

  •  საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
  •  სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
  •  მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
  •  სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
  • თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.
  •  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.
Read 450 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი