2019 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გორში 18 დეკემბრამდე მოეწყობა

დეკემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საკრებულო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს 18 დეკემბრის შემდეგ დაამტკიცებს, მანამდე ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვები მოეწყობა", - ეს განცხადება რადიო "მოზაიკასთან" გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა.

დავით რაზმაძის ინფორმაციით, მერიამ ბიუჯეტის პროექტი კონკრეტულ მიმართულებებზე დასაბუთებული არგუმენტებით დაუბრუნა საკრებულოს, შენიშვნების ნაწილი კი დოკუმენტზე მუშაობისას გაითვალისწინა.

"რაღაც-რაღაცები გათვალისწინებულია, გარკვეულ საკითხებზე დასაბუთებულად აქვთ ნათქვამი, რომ მომავალში ამის გამო ასე იქნება და ა.შ. ჩვენ ამ სახით ან უნდა დავამტკიცოთ ბიუჯეტი ან არა. ვადები აღარ არის, რომ ხელახლა ვიმუშაოთ შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებზე. ვფიქრობთ, 18 დეკემბრის შემდეგ გავიტანოთ საკრებულოზე განსახილველად, მანამდე კი პროექტის საჯარო განხილვა მოეწყობა", - აცხადებს დავით რაზმაძე.

Read 679 times Last modified on Last modified on დეკემბერი 12 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი