შერიგების სამინისტრო: ოთინაშვილს ბუნებრივი აირის მიწოდება დღესვე აღუდგება

დეკემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ცხინვალის ციხიდან ორი თვის წინ გათავისუფლებული მაია ოთინაშვილის ოჯახს ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენა ემუქრება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროსგან რეაგირება მოჰყვა. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული საკითხის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს ადგილობრივი თვითმმართველობა და შიდა ქართლის გუბერნია. მათთან დახმარებით კი მიაღწიეს შეთანხმებას ოთინაშვილის დავალიანების ეტაპობრივად გადახდის შესახებ. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ოთინაშვილის ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება დღესვე აღუდგება.

ამავე თემაზე: ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი მაია ოთინაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

Read 510 times Last modified on Last modified on დეკემბერი 13 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი