Back to Top
ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018 11:57

ქალთა დაფარული ძალადობის შესახებ გორში შეხვედრა გაიმართა

Rate this item
(0 votes)

ვერხვების დევნილთა დასახლებაში ქალთა ძალადობის დაფარული ფორმების შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დევნილი ქალები დაესწრნენ.

ტრენინგს კი ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ელენე რუსეცკი უძღვებოდა. ეს იყო ბოლო შეხვედრა ქალთა უფლებების შესახებ ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი ახორციელებდა.

ვერხვების დევნილთა დასახლებაში გამართულ შეხვედრაზე ქალებმა პირადი მაგალითები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ მასიურად ფარული ძალადობის ფორმებს ადგილი ადრეც ჰქონია, თუმცა მაშინ არაინფორმირებულობის გამო მსხვერპლი ამაზე ვერავისთან საუბრობდა. შეხვედრის მონაწილეები თვლიან, რომ დღეს ახალგაზრდობას მეტი რესურსი აქვს დაიცვას საკუთარი უფლებები და ძალადობის აღმოფხვრის მიზნით შესაბამის ზომებს დამოუკიდებლადაც მიმართოს, რაც დევნილი ქალების აზრით წარსულში შეუძლებელი იყო.

აღნიშნულ შეხვედრაზე ორგანიზატორებმა 2019 წლის კალენდარიც დაარიგეს, რომელიც 12 გორელი აქტიური ქალის შესახებ მოკლე ინფორმაციას ასახავს, რომლებიც წლების განმავლობაში ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ.

Read 743 times