Back to Top
ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018 15:11

ერგნეთის სკოლაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე ისაუბრეს

Rate this item
(0 votes)

ძალადობის წინააღმდეგ დღეს ერგნეთის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი მოეწყო, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლია ჩლაჩიძე უძღვებოდა.

მეათე კლასელმა მოზარდებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე და დაგმეს გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია. მანამდე კი სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მათ არსებული სტერეოტიპების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სახელმწიფოს მხრიდან არსებული მექანიზმები განუმარტა, რითიც ხორციელდება კანონის ფარგლებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებმა სკოლის ასაკიდანვე იცოდნენ რას ნიშნავს ძალადობა, რა შედეგები მოაქვს მას და როგორ აისახება ის მომავალ თაობაზე. ჩვენი აქტივობა ეხმიანება 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. მართალია, კვირეული უკვე დასრულდა, თუმცა გვინდოდა, რომ დღეს გაჟღერებული ლოზუნგებით დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია გენდერული ბალანსისა და ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რაშიც მოზარდები აქტიურად ჩაერთვნენ", - აღნიშნა ლია ჩლაჩიძემ.

Read 1014 times Last modified on ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018 15:23