Back to Top
ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018 16:36

სამეფოს ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას ნარკოტიკების მოხმარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით იძიებენ 

Rate this item
(0 votes)

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში, სამეფოს ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის მიხედვით აღძრა", - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" შს სამინისტრომ მიაწოდა.

პოლიცია საქმეს სს კოდექსის 115 -ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 273 -ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) მუხლებით იძიებს.

შეგახსნებთ, გორში, სამეფოს ქუჩაზე, ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა და ორი მძიმედაა

თავდაპირველი ვერსიით, ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. თუმცა, ახლა, სამართალდამცველები ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით მოხმარების ვერსიასაც განიხილავენ.

Read 910 times Last modified on ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018 17:02