კოვზიაშვილი: წელს გორის საბავშვო ბაღის თანამშრომლებზე საახალწლო პრემიას ვერ გავცემთ

დეკემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორის საბავშვო ბაგა ბაღის თანამშრომლები საახალწლო პრემიას ვერ აიღებენ, რადგან თბილისისგან განსხვავებით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს, ნაკლები ფინანსები აქვს", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკასთან" სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განაცხადა.

"საახალწლო პრემიის გაცემა არ შეგვიძლია, რადგან ჩვენ ბევრად ნაკლები დაფინანსება გვაქვს, ვიდრე ეს არის თბილისში. ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს", - განაცხადა კოვზიაშვილმა. 

რაც შეეხება საშობაო არდადეგებს, ლია კოვზიაშვილის თქმით, საბავშო ბაღების აღსაზრდელები 29 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ.

Read 1142 times Last modified on Last modified on დეკემბერი 18 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი