IPRM - ის ფარგლებში ერგნეთში დღეს სექტემბრის შემდეგ პირველი შეხვედრა გაიმართება

დეკემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში დღეს შეხვედრა განახლდება.

აღნიშნულ ფორმატში ბოლო შეხვედრა სექტემბერში ჩატარდა, თუმცა, რიგით 89-ე მოლაპარაკება დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების მხრიდან პროტესტის ნიშნად ჩაიშალა და მას შემდეგ აღარ გამართულა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა დღის წესრიგიდან ახალგორის ტერიტორიაზე დაკავებული და შემდგომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს, ქართული დელეგაციის მხრიდან უარს კი უთანხმოება მოჰყვა, რაც სხდომის ჩაშლის მიზეზი გახდა.

დღევანდელი შეხვედრის შესახებ მხარეებს კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, უცნობია დღის წესრიგი. ინციდენტების პრევენციის ფორმატში შეხვედრის დაწყება 12:00 საათამდეა დაგეგმილი.

Read 77 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი