Print this page

ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე კვლავ ტატუნაშვილის და ბაშარულის საკითხებზე გეგმავს მსჯელობას

დეკემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, ქართული მხარე კი, კვლავ ტატუნაშვილის და ბაშარულის საკითხებზე გეგმავს მსჯელობას.

"დღის წესრიგის მიხედვით, განსახილველი გვაქვს 11 საკითხი. მთავარი ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. ასევე, ვისაუბრებთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე. ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

მისივე თქმით, ერგნეთის შეხვედრების განახლება ქართული მხარის და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შედეგია.

Read 558 times