ერგნეთში სპორტული კომპლექსი აშენდება
ერგნეთში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება იგეგმება.
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, გიორგი სამხარაძე ამბობს, რომ ამ საკითხით ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებიც დაინტერესდნენ.
“პროექტით დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი, ასევე ჩართულია შერიგების სამინისტრო, ოფიციალური შეხვედრები გვქონდა. ჩართულები არიან ამერიკის, თურქეთის და საფრანგეთის ელჩები. მათი დახმარებით მქონდა შეხვედრა ასევე ევროკავშირის ელჩთანაც, დაინტერესებულია, რომ ერგნეთში ასეთი სტადიონი გაკეთდეს. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის არქიტექტურაზე მუშაობა, რომელიც ერთ კვირაში უნდა დასრულდეს. შემდეგ გადაეგზავნება შერიგების სამინისტროს და ელჩებს. სპორტული კომპლექსის აშენების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერგნეთში, საოკუპაციო ხაზიდან 150 მეტრში სტადიონი გაიხსნა. ამ პროექტის ინიციატორები, ჩემთან ერთად, არიან ადგილობრივებიც. ასევე გაჩნდა იდეა, რომ ჩამოყალიბდეს საფეხბურთო გუნდიც, სადაც ქართველები და ოსები ერთად ითამაშებენ“, - ამბობს გიორგი სამხარაძე.
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა