სამშობლოში დაბრუნებულ გორის ქალთა გუნდს ხელისუფლებიდან არავინ დახვედრია

დეკემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ქალთა გუნდი ევროპული ტურნედან საქართველოში დაბრუნდა, თუმცა აეროპორტში ხელისუფლებიდან არავინ დახვედრია, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკასთან" გუნდის ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ განაცხადა.

მომღერალ ქეთი მელუასთან ერთად გორის კაპელამ კონცერტები ევროპის 37 ქალაქში 2 თვის განმავლობაში გამართა. თბილისში კი გუნდის წევრები 15 დეკემბერს, 03:30 საათზე დაბრუნდნენ. პირველ საჯარო შეხვედრას მათთვის დღეს 19:00 საათზე გორში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელები აწყობენ, თუმცა როგორც ირკვევა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან სტუმრებს არც აქ ელოდებიან.

"ჩვენ ქალაქს აქვს ამხელა განძი ქალთა კაპელას სახით, მაგრამ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღება არ არის გამოჩენილი. იმედია მომავალში მაინც გამოიღვიძებენ და დააფასებენ ქალაქის ამხელა საგანძურს. ჩამოვიდნენ ამხელა წარმატების შემდეგ და აეროპორტში გორის ხელისუფლებიდან არავინ დახვედრა. რა თქმა უნდა, ეს არის უყურადღებობა. ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ ქალთა გუნდს რესტორანში "შინ და გორი", საღამოს ემიგრანტებიც დაესწრებიან. ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჩვენ არავინ მოგვიწვევია დღეს, მაგრამ თუ ვინმე დასწრების სურვილს გამოთქვამს, სიამოვნებით მივიღებთ", - აღნიშნა რესტორანის "შინ და გორი" წარმომადგენელმა, მაია ადუაშვილმა

Read 789 times Last modified on Last modified on დეკემბერი 18 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი