გორელი ქალების შესახებ 2019 წლის კალენდარი გამოიცა

დეკემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პროექტი "ცნობიერების ამაღლების კამპანია რეგიონებში ქალთა მიმართ დაფარული ძალადობის ფორმების დასაძლევად" დასრულდა.

პროექტს კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი "ქალთა ფონდის" მხარდაჭერით 8 თვის განმავლობაში ახორციელებდა. 

“ჩავატარეთ 8 შეხვედრა, აქცენტი გქონდა დევნილ ქალებზე. 4 შეხვედრა სწორედ დევნილთა დასახლებებში ჩავატარეთ, დევნილი ქალების უშუალო მონაწილეობით. ტრენინგებს ატარებდნენ მოწვეული ფსიქოლოგები. ასევე, გვქონდა შეხვედრა ახალგაზრდებთანაც და ვისაუბრეთ სექსუალურ შევიწროვებაზე, ბულინგზე და დაფარულ ძალადობრივ ფორმებზე“, - ამბობს კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ თედლიაშვილი. 

პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა 2019 წლის კალენდარიც, რომელიც იმ 12 გორელი აქტიური ქალის შესახებ მოკლე ინფორმაციას ასახავს, რომლებიც წლების განმავლობაში ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ. 

“რა თქმა უნდა, გორში ბევრად მეტი აქტიური ქალია, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ, მაგრამ ჩვენ პირველ ეტაპზე შევარჩიეთ 12 ქალი, რომელსაც ვიცნობდით და ვიცოდით, რომ მათ დამსახურება ჰქონდათ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მუშაობაში. მომავალშიც გვინდა გავაგრძელოთ ეს ტრადიცია და კვლავაც დავბეჭდოთ ასეთი კალენდრები“, - ამბობს მარიამ თედლიაშვილი.

Read 819 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი