საარჩევნო პლაკატები ქუჩებში და უგულვებელყოფილი კანონი

თებერვალი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამი თვის წინ დასრულდა, ქალაქს წინასაარჩევნო პერიოდის კვალი ისევ ემჩნევა. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია სააგიტაციო მასალაზე, რომელთა გამოკვრისთვისაც პოლიტიკურმა სუბიექტებმა თავის დროზე ენერგია არ დაიშურეს. შედეგად, ქალაქისა თუ  სოფლის თითქმის ყველა კუთხეში, მერობის ამა თუ იმ კანდიდატის გაღიმებულ სახეებს ვაწყდებით.

 

საარჩევნო კოდექსის თანახმად, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში უნდა მოხდეს. ეს მოთხოვნა არ გაუთვალისწინებია არცერთ კანდიდატს. თუ არ ჩავთვლით, კონსტანტინე თავზარაშვილისა და მისი გუნდის  მხრიდან, მერად არჩევიდან მალევე, რამდენიმე ადგილის გასუფთავების მცდელობას.

"ევროპული საქართველოდან" ქალაქის პირველი პირობისთვის მებრძოლი დავით მახნიაშვილი, გვარწმუნებს, რომ საკუთარი პიარისთვის განკუთვნილი პლაკატებისგან ქალაქის გასუფთავება, გასათვალისწინებელი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა. ის პირობას დებს, რომ მისი გუნდის მხრიდან არსებული პრობლემა ერთი კვირის ვადაში აღმოიფხვრება.  

 

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისის თავმჯდომარე, სააგიტაციო მასალის დროულად ჩამოხსნის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ხარვეზს ხედავს კანონმდებლობაში. მისი თქმით, ამ დრომდე არცერთი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ ჯარიმა არ გამოუყენებიათ.

კონსტანტინე თავზარაშვილი, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პლაკატებით ქალაქისა და რაიონის არსებული ფორმით აჭრელების წინააღმდეგია. სწორედ ამიტომ, მას იდეა აქვს, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ ადგილებზე მოძრავი დაფების განთავსებას გეგმავს. ის თვლის, რომ ამ ფორმით მოქმედი მახინჯი პრაქტიკა ოდნავ მაინც გარდაიქმნება. 

Read 1062 times Last modified on Last modified on თებერვალი 06 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი