Print this page

გორში მიუსაფარი ცხოველების საკითხზე საჯარო განხილვა მოეწყობა

დეკემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე NDI - გორში საჯარო განხილვას აწყობს, რომელიც 21 დეკემბერს, 12 : 00 საათზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის I კორპუსში გაიმართება. 

საჯარო განხილვის მოდერატორი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის კოორდინატორი, თამარ გზირიშვილი იქნება. ხოლო მომხსენებელი ა/ო მეგობრობის ხიდი "ქართლოსის“ დირექტორი მეგი ბიბილური.

შეხვედრაზე გაიმართება პროექტის "გორის მუნიციპალიტეტში დადებითი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად” წარდგენა და პროექტის ფარგლებში ჩატარებული არასამთავრობო ორგანიზაციის მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ მიერ ჩატარებული კვლევის
შედეგების პრეზენტაცია.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ განიხილება დაინტერესებული მხარეების მიერ ერთიანი სამომავლო გეგმის შემუშავება. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.

Read 686 times