Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018 13:07

სახალხო დამცველი ხურვალეთში ჩავიდა

Rate this item
(0 votes)

საქართველოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო კონფერენციის "კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ მონაწილეთა ნაწილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ხურვალეთში ჩავიდნენ.

სახალხო დამცველი და დელეგაციის წევრები დათა ვანიშვილსაც შეხვდნენ, რომლის სახლიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული და თავისუფლად გადაადგილება შეზღუდული აქვს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, დათა ვანიშვილის შემთხვევა არის ადამიანთა უფლებების დარღვევის თვალსაჩინო მაგალითი.

დელეგაციის წევრები ასევე 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებსაც შეხვდნენ.

ფოტო: ანა შეპკინა

Read 939 times Last modified on ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018 13:09