გორის მერიამ ორ ოჯახს საცხოვრისი შეუძინა

დეკემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ორ ოჯახს საცხოვრისი შეუძინა. 

ქვემო ხვითსა და ფლავში მცხოვრები ოჯახებს სოციალური საცხოვრისები გადაეცათ, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 451 ლარი დაიხარჯა. ოჯახები, მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, გორის მერიაში მოქმედმა სამუშაო ჯგუფმა შეარჩია. მოგვიანებით კი ისინი, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოინახულა. 

„მერია მომავალ წელსაც გეგმავს ათამდე მიუსაფარი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას. გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც საცხოვრებელი ფართების შესაძენად 100 ათასი ლარია გათვალისწინებული, უახლოეს საკრებულოს სხდომას წარედგინება დასამტკიცებლად“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

saxli da sacxovrisi da socialuri

Read 1504 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი