ვერხვებისა და სკრის დევნილთა დასახლებებში გადასახურ მასალას არიგებენ

დეკემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ვერხვების დევნილთა დასახლებაში ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა კოტეჯების სახურავებს არიგებს.

აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელს დაიწყო და გაზაფხულზე დასრულდება. ამჟამად კოტეჯის გადასახური მასალა ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილ 20 ოჯახს გადაეცა. ქურთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული ყურადღება ადგილნაცვალი ოჯახების მიმართ, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაწერილი ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 

"გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები დევნილთა დასახლებებში. ორ ეტაპად ხორციელდება პროექტი.  ვერხვების დასახლებაში სახურავები ურიგდებათ, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ დასახლებაში კოტეჯების გადახურვის სამუშაოებს გაზაფხულზე დაასრულებს. ასევე, დაგეგმილია სკრის დევნილთა დასახლებაში მოსახლეობის საპირფარეშოების მასალით მომარაგება. იქ მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ეს პრობლემა დიდი ხანი აწუხებდათ“, - აცხადებს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ კახნიაშვილი.

Read 850 times Last modified on Last modified on დეკემბერი 20 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი