მაკრახიძე: ჩემი საქმიანობით ყველაზე ხშირად "მოზაიკა" ინტერესდება

დეკემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე გასული წელს მედიასთან ურთიერთობას აჯამებს და აცხადებს, რომ ყველაზე ხშირად მას რადიო "მოზაიკადან" უკავშირდებოდნენ და შესაბამისად ყველაზე მეტი კომენტარიც სწორედ ამ მედიასაშუალებასთან გააკეთა.

სხვადასხვა აქტუალური თემებიდან ყველაზე გახმაურებული, როგოც მაკრახიძე ამბობს რობოტ "სოფიას" სტატია აღმოჩნდა, რასაც, მისივე ინფორმაციით, კოლეგებთან პირად საუბრებში რიგი შეფასებები და კომენტარები მოჰყვა. 

"ჩემი ხნისა რომ იქნებით, ალბათ თქვენც გაგიჭირდებათ ბევრი რამის გახსენება, ამიტომ ყველა საკითხს ვეღარ ვიხსენებ, რამაც გამოხმაურებები გამოიწვია სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან, მაგრამ ის კარგად მახსოვს, რომ რობოტ "სოფიაზე" რომ ჩაწერეთ ჩემი კომენტარი, მეუბნებოდნენ რა რობოტი სოფია მოინდომე პარლამენტში დეპუტატადო. გორში როცა ვარ, ხშირად ვუსმენ ამ რადიოს, რასაც ვერ ვუსმენ მერე ახლობლები მეუბნებიან, რა საკითხზეც იყო ჩემი ინტერვიუ. საერთო ჯამში 10 ქულას დავუწერ რადიოს გუნდს და ვთვლი, რომ მართლაც საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ,"- უთხრა რადიო "მოზაიკას" იოსებ მაკრახიძემ.

Read 506 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი