ქურთის მუნიციპალიტეტი სველი წერტილების პრობლემის მოსაგვარებლად დახმარებას ითხოვს

დეკემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ქურთის მუნიციპალიტეტი დევნილთა და ეკონომიკის სამინისტროებს, ასევე გორის მერიას მიმართავს და სთხოვს, რომ სკრისა და ხურვალეთის დევნილთა დასახლებებში სველი წერტილების საკითხი მოაგვარონ, - ამის შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ განაცხადა.

ნუგზარ კახნიაშვილის თქმით, პრობლემა დევნილებს უკვე ათი წელია აწუხებთ.

"სამწუხაროდ, ჩვენი ბიუჯეტი არ გვაძლევს ამ პრობლემის მოგვარების საშუალებას ფინანსური კუთხით. ეს საკითხი განსაკუთრებით მტკივნეულია სკრისა და ხურვალეთის დასახლებებში, სადაც არ არის საკანალიზაციო სისტემა. ჯერ სადრენაჟე სისტემაა გასაკეთებელი, თუ წყალი ვერ გავა, ისე ვერ გაკეთდება ვერაფერი. ამიტომ მივმართავთ გორის მერიას, დევნილთა სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობით რომ მოგვეხმარონ დევნილებს ეს პრობლემა მომავალი წლისთვის მაინც მოვუგვაროთ", - აცხადებს ნუგზარ კახნიაშვილი.

Read 637 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი