გელა კაპანაძე: მიმდინარე წელს თითქმის ყველა დაგეგმილი პროექტი განხორციელდა

დეკემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან თითქმის ყველა განცხორციელდა, გამონაკლისი მხოლოდ, სადგურის საბავშვო ბაღია“, - განცხადება რადიო “მოზაიკასთან“ გორის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, გელა კაპანაძემ. 

“სამწუხაროდ, სადგურის საბავშვო ბაღის პროექტი ამ წელში ვერ მოესწრო. მოგეხსენებათ, სამჯერ ჩავარდა ტენდერი და ვერ დააკმაყოფილეს მსურველმა კომპანიებმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაგვრჩა ასათვისებელი ამ მიმართულებით. გარდა ამისა, გარკვეული კორექტივები შემოიტანა საარჩევნო წელიწადმა და საარჩევნო რეგულაციების მიხედვით, ფინანსური აქტივობები იკრძალებოდა ორი თვით ადრე და ჩვენ ამის გამოც ვერ შევძელით თანხის ათვისება. იყო გარკვეული ხარვეზები და სადგურის ბაღმა ცოტა უკან დაგვხია. დანარჩენი პროექტები, რაც დაგეგმილი იყო, შესრულდა“, -ამბობს გელა კაპანაძე.

იმ პროექტებს შორის, რომლის დასრულება გეგმის მიხედვით წლის ბოლომდე ვერ მოესწრო, ატენი-ბოშურის დამაკავშირებელი გზა და სპორტული კომპლექსია, თუმცა არც ერთი მათგანი მუნიციპალიტეტის ბალანზე არ არის. ატენი-ბოშურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, სპორტული კომპლექსის დასრულება კი საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს.

Read 331 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი