Print this page

საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი - გორის მუნიციპალიტეტმა კონკურსში გაიმარჯვა

დეკემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი“ - ასე ერქვა კონკურსს, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა.

მუნიციპალიტეტი მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკისთვის დაჯილდოვდა. გორი კონკურსზე პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტით“ წარსდგა, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, მესამე წელია ხორციელდება. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და თვითონ ირჩევენ ადმინისტრაციულ ერთეულებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებს.

sigeli da jildo da kotiko da gori

დაჯილდოების ცერემონიალი პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ N4ED ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა. 

გორის მუნიციპალიტეტის მერს ჯილდო და სიგელი ევროკავშირის წარმომადგენელმა ვინსენტ რეისმა გადასცა.

jildo da sigeli da kote da foto

 

 

 

Read 649 times Last modified on Last modified on დეკემბერი 20 2018