22 დეკემბერს გამოფენა "ახალგაზრდობის ილუზია" მოეწყობა

დეკემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ახალგაზრდობის ილუზია" - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც გორში, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში მოეწყობა.

ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება და ფოტოების ნახვა ყველა მსურველს შეეძლება. 

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, გამოფენა ფოტოგრაფიისა და ისტორიების საშუალებით ახდენს პატარა ქალაქის ახალგაზრდობის ღირებულებებისა და წარმოდგენების წარმოჩენას, ამავდროულად ცდილობს შექმნას ქალაქის საზოგადოების სუსტი და ძლიერი მხარეების ვიზუალური დოკუმენტაცია, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგის წამოწყებას საზოგადოების შიგნით. 

გამოფენის კურატორი მირიამ გრიგალაშვილი იქნება. 

ღონისძიებაში მონაწილეობას "გორის ფოტოგრაფთა კლუბის"  12 წევრი მიიღებს. გამოფენილი ნამუშევრები  დოკუმენტური, კონცეპტუალური და ქუჩის ფოტოგრაფიის ჟანრიდან იქნება.

ინფორმაციისთვის: 

გორელ ფოტოგრაფთა კოლექტივი 2013 წელს ჩამოყალიბდა და ამჟამად 28 ფოტოგრაფს აერთიანებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქალაქის ცხოვრებაში და მუდმივად აღბეჭდავენ გორის ცხოვრებისეულ და ყოველდღიურ დინამიკას.

გამოფენაზე მნახველებს საშუალება ექნებათ ნახონ ზურა ხომერიკის, ანა ბარჯაძის, გიორგი აბრამიძეს, თამარ შოშიტაშვილის, თინა ციცვიძის, თინა კარელიძეს, ლიკა თომაშვილის, ლუკა ხაბელაშვილის, მიშო ოქროპირიძის, ნიკა სომხიშვილის, ოთო გვრიტიშვილის და კახაბერ ქარელიძის ფოტოები. 


 

 

 

Read 434 times Last modified on Last modified on დეკემბერი 20 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი