მძღოლს, რომელმაც 10 წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, პატიმრობა მიუსაჯეს

დეკემბერი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს 25 წლამდე მამაკაცს 5 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ეხება კასში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის შედეგადაც 10 წლის ბავშვი დაიღუპა. შემთხვეას, რომელსაც კასპის პოლიცია იძიებდა. ზედამხედველობას პროკურატურა უწევდა.

სამართლო პროცესი დღეს დასრულდა. საქმეს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე განიხილავდა.

დაზარალებული მხარის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები შიშობდნენ, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩებოდა. ეჭვობდნენ, რომ გამოძიებაც არასწორი გზით მიდიოდა, თუმცა დღეს მივიღეთ შედეგი, რომ მძღოლს, რომელმაც 10 წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 5 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეეფარდა", - უთხრა რადიო "მოზაიკას" მერებაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მომხდარი ავარიის დროს დამნაშავედ მიჩნეულ პირს მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდა.

"სიჩქარის გადაჭარბებისა და სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა ჰქონდა ჩამორთმეული და მაინც მართავდა ავტომობილს. არ დავაკისროთ ბრალდებულს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მას ხომ ისედაც უდიდესი მორალური პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებულიო, ამბობდა ბრალდებულის მხარე, მაგრამ საბენიდეროდ მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა", - გვითხრა ადვოკატმა.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მხარე სავარაუდოდ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

Read 2327 times Last modified on Last modified on დეკემბერი 22 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი