ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი მომავალ წელს აშენდება

დეკემბერი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება, - ეს ინფორმაცია გორის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. 

გორის მუნიციპალიტეტში  ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარების ხელშეწყობაა. 

საკითხზე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საჭიროა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მოწყობა. 

dzaglebi 2343243

საკითხის საჯარო განხილვაზე მოდერატორი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის კოორდინატორი თამარ გზირიშვილი იყო. ხოლო მომხსენებელი არასამთავრობო ორგანიზაციის "მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ დირექტორი. კვლევის შედეგები დამსწრე საზოგადოებას სწორედ მეგი ბიბილურმა გააცნო. 

"კვლევა ჩატარდა პროექტის  "გორის მუნიციპალიტეტში დადებითი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად”ფარგლებში. შედეგებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საზოგადოებისთვის მიუსაფარი ცხოველების საკითხი პრობლემურია და ის გადაჭრას საჭიროებს", - თქვა ბიბილურმა.  

შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც ესწრებოდა. 

"წლებია, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება საქართველოს ყველა თვითმმართველობის მსგავსად, გორის მუნიციპალიტეტისთვისაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ვმუშაობთ საკითხის გადაჭრის გზებზე. იმედი გვაქვს, რომ მალე სასურველ შედეგს მივიღებთ“, - აღნიშნა თავაზარაშვილმა

ღონისძიების დასასრულს, დაინტერესებული მხარეების მიერ კონკრეტული რეკომენდაციები გაჟღერდა, რომელიც ინტრმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობამდე პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობას გულისხმობდა - საბოლოო ჯამში, შემუშავდა ერთიანი სამომავლო სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაში თითოეული სეგმენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვება.

Read 360 times Last modified on Last modified on დეკემბერი 22 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი