პოლიციის პიკაპისა და "ოპელის" შეჯახების საქმეში ბრალეული პირი ჯერ არ გამოუვლენიათ

დეკემბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციის "პიკაპისა" და "ოპელის" მარკის ავტომობილის შეჯახების საქმეზე ბრალეული პირი ჯერ არ გამოუვლენიათ.

უწყების ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა და გადაწყვეტილებას ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მიიღებენ.

პოლიციის პიკაპი და "ოპელის" მარკის ავტომობილი გუშინ, სადგურის დასახლებაში შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ჰოსპიტალში განაცხადეს, რომ მათ სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირდათ და მალევე გაწერეს.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ფოტო შერჩეულია თემატურად

Read 906 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი