კვარხეთთან ერთმანეთს ტრაქტორი და მიკროავტობუსი შეეჯახა

დეკემბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფელ კვარხეთთან ავარია მოხდა - ერთმანეთს ტრაქტორი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ტრაქტორს მართავდა, "გორმედში" გადაიყვანა.

"გორი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 1 პირს კლინიკა შესაბამისი კვლევები უტარდება და სტაციონარში რჩება. 25 წლამდე მამაკაცს თავის ტრავმა აქვს მიღებული", - უთხრა რადიო "მოზაიკას" კლინიკის ადმინისტრაციამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

"ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია", - ვკითხულობთ კანონში. 

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 

Read 1310 times Last modified on Last modified on დეკემბერი 23 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი