ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე, გორის საახალწლო კონცერტის პროგრამა შემუშავებული არ არის

დეკემბერი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“საახალწლო კონცერტის დეტალები ბოლომდე ჯერ არ დაზუსტებულა“,- ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ქვათაძემ განუცხადა.

“ჯერ არაფერია გადაწვეტილი, საახალწლო პროგრამაზე ჯერ ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვართ. ველოდებით შესყიდვების სამსახურიდან პასუხს. როცა იქნება ეს ნებართვა, მერე შეგვეძლება დეტალებზე ვისაუბროთ. სხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მოწვეულ მომღერლებს 2 500 ლარამდე თანხას ვუხდით, არასწორია, რადგან როგორც გითხარით, ჯერ გადაწვეტილი არაფერია და არც მომღერლებთან ყოფილა სააბოლოოდ შეთანხმება. ამ კვირაში ველოდებით პასუხს შესყიდვების სამსახურიდან“, - განაცხადა ქვათაძემ.

Read 496 times Last modified on Last modified on დეკემბერი 24 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი