Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018 13:26

გორიდან სამხედრო სამსახურში 15 წვევამდელს გაიწვევენ

Rate this item
(0 votes)

საგაზაფხულო გაწვევაზე გორიდან 20 თებერვალს სავალდებულო სამხედრო სამსახურში 15 წვევამდელს გაიწვევენ. ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ გორის სამხედრო გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი რევაზიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წვევამდელები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში ჩაირიცხებიან.

„ამ ეტაპზე 15 ადამიანზეა მოთხოვნა. თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინიტროდანაა მოთხვევნები წვევამდელებზე. 15 ადამიანს გორსა და გორის რაიონიდან გავიწვევთ“-განაცხადა რევაზიშვილმა

საგაზაფხულო გაწვევა იანვრიდან-აპრილამდე პერიოდს მოიცავს

Read 2259 times Last modified on ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018 13:31