ატენის, სკრის და აძვის სკოლების მოსწავლეებმა ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვეს

დეკემბერი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ატენის, სკრის და აძვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში გაიმარჯვეს.

ლიტერატურულ კონკურში “დებიუტი 2018“ სამი გამარჯვებული დღეს გამოვლინდა. კონკურში მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტის 18 მოსწავლე იღებდა. მათგან საპრიზო ადგილები ატენის, სკრისა და აძვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. 

“პირველი ადგილი დაიკავა ატენის საჯარო სკოლის მოსწავლე თაკო შატაკიშვილმა, მეორე ადგილზე გავიდა სკრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ელიაური და მესამე ადგილი აიღო აძვის საჯარო სკოლის მოსწავლე მიხეილ ძულიაშვილმა. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები",გვითხრა გორის მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა მარინა ჯალიაშვილმა.

მოსწავლეების მიერ კონკურსისთვის შექმნილი ნამუშევრები ერთ წიგნად გამოიცა. პუბლიკაცია ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა. მოსწავლეები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დააჯილდოვა. 

 

კონკურსი გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტის ხელშეწყობით, გორის მწერალთა სახლმა ჩაატარა.  

Read 1200 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი