Back to Top
სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018 12:35

გორის მერი: ავტოსადგურს აუცილებლად გადავიტანთ 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ქალაქის ავტოსადგურის წმინდაწყლის დასახლებაში გადატანის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ განიხილავენ.

გორის მერის თქმით, ამ საკითხზე, სხვადახვა მხარესთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, როდის მოხდება გადატანა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ისევ ძალაშია და ეგ ადგილი აუცილებლად უნდა გავათავისუფლოთ. ჯობს, რომ გადავიდეს იმ ადგილას, სადაც უკვე ყველაფერი გაკეთებულია, რომ ავტოსადგურმა კომფორტულად იმუშაოს. ამხელა პროექტი კეთდება, ევროკავშირის გრანტით მოპოვებული, ლომჭაბუკის სკევრის რეაბილიტაცია და ავტოსადგურის მანდ დარჩენა არ იქნება სწორი“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

Read 3760 times Last modified on სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018 18:42