Print this page

როგორ გამოიყურება ახალი ბულვარი გორში - ფოტოები

დეკემბერი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში მალე ახალი ბულვარი გაიხსნება - გოგებაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულდა.

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ გორელი ფოტოგრაფის, კახაბერ ქარელიძის მიერ გადაღებულ ფოტოებს.

1 kaxa bulvari

 სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 1 135 236 ლარი დაიხარჯა. 

2 kaxa bulvari

სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებდა გოგებაშვილი ქუჩის მონაკვეთის, საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობას.

3 kaxa bulvari

პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა ასფალტის საფარი.

7 kaxa bulvari

მდინარე მეჯუდას სანაპიროზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები.

4 kaxa bulvari

დამონტაჟდება გარეგანათების სისტემებიც.

5 kaxa bulvari

 პროექტის ღირებულების ძირითადი ნაწილი საქართველოს მთავრობამ დააფინანსა.

9 bulvari kaxa

 

 

 

Read 5734 times