Print this page

იქირავებ თუ ვერა 100 ლარად გორში ბინას - დაპირისპირება საკრებულოში

დეკემბერი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და გორის მერი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე გორის 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ. დაპირისპირება სოციალურად დაუცველთათვის ბინის დაქირავებისთვის საჭირო თანხის განსაზღვრას მოჰყვა. ოპოზიციონერმა წევრებმა თქვეს, რომ 100 ლარად ქალაქში ბინის დაქირავება შეუძლებელია. 

გორის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ასე უპასუხეს:

"მოდი, ერთად გავიაროთ ქალაქში და ვნახოთ, შეიძლება თუ არა ამ თანხად ბინის დაქირავება. მიხვდებით, რომ შესაძლებელია".

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, 2019 წლის ბიუჯეტის აღნიშნული მუხლი ამ რედაქციით დამტკიცდა, რაც იმას ნიშნავს რომ სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ოჯახებს გორის მერია 100 ლარს მისცემს ბინის საშოვნელად.

Read 618 times Last modified on Last modified on დეკემბერი 25 2018