Print this page

თეა ადუაშვილი ახალ წელს ახალ სახლში ვერ შეხვდება

დეკემბერი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თეა ადუაშვილი ახალ წელს საკუთარ სახლში ვერ შეხვდება. მისი სახლის დასრულებისთვის საჭირო თანხის მოძიება ახალ წლამდე ვერ მოხერხდა.

თეა ადუაშვილის თქმით, იმისთვის რომ სახლი საცხოვრებლად მზად იყოს, კიდევ ბევრი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო, რაც დიდ თანხას მოითხოვს.

ამავე თემაზე: ახალი წელი ახალ სახლში - თეას და მისი შვილების ოცნება

“სახლის კედლები გაილესა, სამზარეულოში და შემოსასვლელში ბეტონი დავასხით, მაგრამ ჯერ არ გამშრალა კარგად. ჩემს პატარა შვილს ასთმა აქვს და ნესტიან სახლში ვერ შევიყვან. ამიტომ ჯერ გადასვლას ვერ ვახერხებთ. სახურავიც ბოლომდე არ არის გადაფარებული, კიდევ ბლოკიც საჭიროა, სხვადასხვა მასალები. ახალწლამდე კი არა, მერეც კიდევ დიდ ხანს ვერ შევძლებთ ამ სახლში გადასვლას. შიგნიდანაც ბოლომდე არაა გალესილი, სამზარეულო გავლესეთ მხლოდ ქვიშით, დანარჩენი მასალები არ გვაქვს, რომ სამზარეულო მაინც დასრულდეს.“

კარალეთში სახლი აშენება თეა ადუაშვილმა მოქალაქეების დახმარებით შეძლო, ამას გარდა მის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ღინისძიებაც გაიმართა.

“სამშენებლო მასალით ადგილობრივი ხელისუფლება და მაჟორიტარი-დეპუტატიც რამდენჯერმე დამეხმარნენ. სახლის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, მაგრამ იატაკი და ჭერი არ არის გაკეთებული. ამ ყველაფერს დამატებითი მასალები ჭირდება, რისი საშუალებაც ჯერ არ მაქვს“,  - გვითხრა თეამ.

ამავე თემაზე: სხვისი სახლების დალაგება ოდესმე საკუთარი სახლის ქონის იმედით - თეა ადუაშვილის ისტორია

თეა ადუაშვილის მთავარი ოცნება საკუთარ სახლში სამ შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრებაა.

Read 2526 times Last modified on Last modified on დეკემბერი 25 2018