Back to Top
სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018 16:59

გორში H1N1 ვირუსზე ერთ ადამიანს ტესტირება ჩაუტარეს

Rate this item
(0 votes)

"ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გორში არ გამოვლენილა", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მარინა გიუნაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ტესტირება H1N1 ვირუსზე გორის მხოლოდ ერთ მკვიდრს ჩაუტარდა და დასკვნა უარყოფითი იყო

"ეს ადამიანიც მხოლოდ იმიტომ შევამოწმეთ, რომ საზღვარგარეთიდან იყო ჩამოსული და ვშიშობდით, არ ყოფილიყო ამ ვირუსის მატარებელი. შედეგი იყო უარყოფითი. გორში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ზოგადად, მომატებულია ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, მაგრამ სეზონის შესაბამისად, ნორმის ფარგლებშია", - განაცხადა მარინა გიუნაშვილმა.

Read 850 times