2 500 ბავშვი გორის მერიისგან საახალწლო საჩუქარს მიიღებს

დეკემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია მინიმუმ 2 500 ბავშვს საახალწლო საჩუქარს გადასცემს - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" კულტურის განყოფილების უფროსმა რამაზ შიოშვილმა განუცხადა. 

შიოშვილის თქმით, პატარებს გადაეცემათ სპეციალური ბილეთი, რომლითაც საახალწლო კონცერტს დაესწრებიან, კომბინატში მოწყობილი გასართობი ატრაქციონებით ისარგებლებენ და საახალწლო ტკბილეულის კალათას მიიღებენ. 

ამავე თემაზე: ბავშვებისთვის საახალწლო ატრაქციონებს კომბინატში აწყობენ

"ბილეთებს ახლა ვბეჭდავთ და ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლოს უკვე მზად იქნება. ამ ბილეთების დარიგებას ვაპირებთ სამაშველოს თანამშრომელთა შვილებისთვის, დევნილი, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებისთვის. ვფიქრობთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს კიდეც", - გვითხრა შიოშვილმა. 

Read 1587 times Last modified on Last modified on დეკემბერი 26 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი