გორის მერიაში 288 თანამშრომლიდან საახალწლო დანამატს 253 მიიღებს

დეკემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიაში თანამშრომლებს საახალწლოდ წაახალისებენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ის თანამშრომლები, რომლებიც წლის განმავლობაში ნაყოფიერი შრომით გამოირჩეოდნენ, წახალისების მიზნით ხელფასის 70%-ს მიიღებენ. 

“მერიის თანამშრომლები საახალწლოდ წახალისების მიზნით მიიღებენ ხელფასის ოდენობის 70%-ს, ეს არ იქნება პრემია, ეს არის წახალისება. თუმცა ეს ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებზე არ ვრცელდება. გამონაკლისი შეიძლება იყოს ისეთი თანამშრომელი, რომელსაც მე ჩავთვლი, რომ ამ წახალისებას იმსახურებს, რადგან ზედმეტი იმუშავა“, -განაცხადა თავზარაშვილმა 

თანამშრომლებს საახალწლოდ გორის საკრებულოშიც წაახალისებენ. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ. 

“გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, ხვალ გვეცოდინება ზუსტი პასუხი, თუ რამდენ თანამშრომელს წავახალისებთ. არ გვინდა ნაჩქარევად რაიმეს გადაწყვეტა“, -ამბობს დავით რაზმაძე. 

ინფორმაციისთვის, 2017 წელს, საკანონმდებლო ორგანომ საჯარო მოხელეებზე პრემია - დანამატის გაცემის ახალი წესი განსაზღვრა. ცვლილების მიხედვით, საჯარო მოხელეს უფლება აქვს პრემიის სახით წლიური ხელფასის მხოლოდ - 10%, დანამატის სახით კი 20% მიიღოს. ამ კატეგორიაში არ შედიან თანამდებობის პირები და გამონაკლისი მხოლოდ მერის მოადგილეები არიან.

Read 981 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი