წელს გორის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 227 200 ლარი შევიდა - შემოსავალი განახევრებულია

დეკემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2018 წელს გორის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 227 200 ლარი შევიდა. გორის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე, ამ თანხას 80 - დან 100 ათას ლარამდე დაემატება.

"ამ თანხას ჯერ არ დამატებია მეოთხე კვარტლის თანხა, რომელიც იქნება დაახლოებით 80 -100 ათასი ლარის ფარგლებში. წლის ბოლომდე აისახება თანხა", - განაცხადეს საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურში.

ადგილობრივ სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი ყოველ წელს მცირდება. თუ 2016 წელს აღნიშნული ბიზნესიდან გორის მუნიციპალიტეტმა 676 ათასი ლარი მიიღო, 2017 წლისთვის თანხა 574 ათას ლარამდე შემცირდა. 2018 წლისთვის კი სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი 350 ათასი ლარიც არ იქნება.

კიდევ უფრო შემცირებულია 2019 წლის გეგმის მაჩვენებელიც. ადგილობრივი ხელისუფლება აზარტული თამაშების დაწესებულებებიდან 230 000 ლარის მიღებას ვარაუდობს.

"შემცირების მიზეზი ისაა, რომ ძალიან ბევრი ასეთი დაწესებულება დაიხურა გორში. შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალიც შემცირდა", - გვითხრეს გორის მერიაში.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს ადგილობრივი ხელისუფლება ადგენს. გორის საკრებულოს გადაწყვეტილებით სათამაშო ბიზნესის  მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება სათამაშო   ბიზნესის სახეობის მიხედვით.

satamasho biznesii shemosavaliiiii   2019999

დადგენილების მიხედვით, გადასახადები შემდეგნაირია:

  • თითოეულ სამორინეს მაგიდაზე  - კვარტალში 28000,00 (ოცდარვა ათასი) ლარი.
  • თითოეულ სათამაშო აპარატზე - 2700,00 (ორი ათას შვიდასი) ლარი.
  • თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%.
  • სისტემურ - ელექტრონული  ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში  250 000  (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
  • ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%.
  • აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული,  სისტემურ - ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე- კვარტალში 2000,00 (ორი ათასი) ლარი.
  • თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 5000,00 (ხუთი ათასი) ლარი.
Read 580 times Last modified on Last modified on დეკემბერი 26 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი