გორში კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება - საახალწლო პროგრამა ცნობილია

დეკემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საახალწლო კონცერტის პროგრამა ცნობილია. 

31 დეკემბერს გორში საახალწლო ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. კონცერტს ჯგუფი “გორი live” გახსნის.

პროგრამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ქვათაძე ესაუბრა. 

მისი თქმით,  კონცერტში მონაწილეობას, ადგილობრივი შემსრულებლების გარდა, თბლისიდან მოწვეული ანსამბლი "ქიმერაც" მიიღებს. 

საკონცერტო პროგრამა ასეთია: 

ჯგუფის "“გორი Live” გამოსვლა;

ჯგუფი “კანუდოსი“ გამოსვლა;

სოლოშემსრულებლების გამოსვლები - ემზარ იორამაშვილი, ანა შიოშვილი, თაკო კაკალაშვილი, მაკა სირბილაძე და თინა ჭულუხაძე.

ბენდი "ქიმერას" გამოსვლა;

მრავალჟამიერის შესრულება ანსამბლი "გორის" მიერ; 

? ფოიერვერკი და მილოცვები. 

"შესაძლოა, სოლოშემსრულებლებს დაემატნონ ძმები დარბაიძეებიც, ეხლა მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება. ასევე გვინდა მოვიპატიჟოთ ალიკა აწკარუნაშვილი", - გვითხრა ქვათაძემ. 

მომღერლების ჰონორარში კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტო 7 700 ლარს დახარჯავს.

Read 2341 times Last modified on Last modified on დეკემბერი 26 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი