გორის საახალწლო ნაძვის ხე სხვა ფორმით ვერ აიწყობა

დეკემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არსებობს აზრი, რომ ქალაქის საახალწლო ნაძვის ხის აწყობა სხვადასხვა ფორმით შეიძლება.

ამის შესახებ რადიო "მოზაიკა" ჯემალ ილირიძეს, იმ კომპანიის ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელიც უკვე 10 წელია, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის აწყობა - დემონტაჟს უზრუნველყოფს.

ილურიძემ რადიო "მოზაიკას" უთხრა, რომ გორის ცენტრალურ მოედანზე მორთული ნაძვის ხე შეუძლებელია სხვა ფორმით აიწყოს.

"როცა ნაძვის ხე შეიძინეს, მას მოჰყვა ინსტრუქცია, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. ამ ინსტრუქციის მიხედვით, შეუძლებელია, ეს ნაძვის ხე სხვა ფორმით აიწყოს. თუ მაინცდამაინც ეს გვინდა, მაშინ დამატებით სხვა ნაწილების ყიდვა მოგვიწევს ალბათ, მაგრამ მაინც რთულად წარმომიდგენია მისი ფორმის შეცვლა", - გვითხრა ილურიძემ.

ინფორმაციისთვის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელოვნური ნაძვის ხე 2006 წელს შეიძინა და მაში 140 000 ლარი გადაიხადა

ფოტო: კახაბერ ქარელიძე

Read 376 times Last modified on Last modified on დეკემბერი 27 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი