Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 13:44

გორში 2018 წელს გრიპის ვირუსზე 740 ადამიანი აიცრა

Rate this item
(0 votes)

"გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უფასო აქციით გორში მცხოვრებმა 160 ადამიანმა ისარგებლა", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მარინა გიუნაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად ვაქცინაცია გორის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარეობს, თუმცა მისი ფასი 20 ლარზე მეტია.

ამავე თემაზე: გორში H1N1 ვირუსზე ერთ ადამიანს ტესტირება ჩაუტარეს

"ამ აქციის ფარგლებში 160 ადამიანმა ისარგებლა. ზოგადად, წლის განმავლობაში კი 740 ადამიანმა. ვაქცინაცია აუცილებელია ისეთ რისკ - ჯგუფებში შემავალი ადამიანებისათვის, როგორებიც არიან "ც" ჰეპატიტით დაავადებულები, მედპერსონალი, მცირე ბავშთა სახლის და მოხუცებულთა თავშესაფრის ბენეფიციარები, ორსულები და ა.შ", - ამბობს მარინა გიუნაშვილი.

გიუნაშვილის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის გამოიყენეს ფრანგული წარმოების ვაქცინა "ვაქსიგრიპი ტეტრა".

Read 956 times