გორის #11 სკოლის მოსწავლეებმა კინო - აფიშების კონკურსში გაიმარჯვეს

დეკემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის #11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნანა ზუმბულიძემ და ნანიკო ტერუნაშვილმა კინო-აფიშების კონკურსში I და II ადგილები დაიკავეს.

მეთერმეტე კლასის მოსწავლეებმა აფიშები ფილმებისთვის "ბიჭუნა ზოლიან პიჟამაში" და "გრძელი ნათელი დღეები" შექმნეს. გოგონების ნამუშევრები მთავარ საპრიზო ადგილებზე გავიდა.

"ეს არის განათლების სამინისტროს და თბილისის კინო-ცენტრის ერთობლივი პროექტი, რომელიც მთელი წლის მანძილზე გრძელდებოდა. სკოლაში ჩამოდიოდნენ კინომცოდნეები  და ბავშვებს უჩვენებდნენ ფილმებ. შემდეგ მოსწავლეები განიხილავდნენ ამ ფილმებს და მსჯელობდნენ სხვადასხვა საკითხებზე. ჩვენს სკოლაში ეს პროექტი უკვე სამი წელია მიმდინარეობს. შარშან შედარებით პატარა ასაკის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი, წელს მე-11 კლასელები მონაწილეობდნენ", - გვითხრა სკოლის დირექტორმა თამარ სამსონაშვილმა. 

აფიშების კონკურსი პროექტის "კინო-სკოლაში" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის კოორდინატორი გორში ლიზა ყაზიშვილი იყო.

"წელს პირველად ამ პროექტს მხარს უჭერდა გორის მუნიციპალიტეტის მერია და კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტო. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს სხვადასხვა ფილმები. ამ აქტივობების მიზანი იყო, რომ კინოს დახმარებით ახალგაზრდებს სხვადასხვა აქტუალურ და პრობლემურ საკითხზე ფიქრი დაეწყოთ. ჩვენმა მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ კონკურსშიც. შექმნეს პოსტერები და საპრიზო ადგილებიც დაიკავეს", - გვითხრა ლიზა ყაზიშვილმა.

Read 631 times Last modified on Last modified on დეკემბერი 27 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი