გორის მერი: ერთი სიტყვით, წელს ბევრი რამ გავაკეთეთ

დეკემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ყველაფერი ერთი წლის განმავლობაში ვერ შესრულდებოდა, თუმცა 2018 წელს მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ", - ასე პასუხობს გორის მერი რადიო "მოზაიკას" შეკითხვას, რომელიც მის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ეხებოდა.

ვიდრე კოტე თავზარაშვილი გორის მერი გახდებოდა, სააგიტაციო მასალაში წერდა, რომ 2018 - 2021 წლებში გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ან უკვე განხორციელების ფაზაში უნდა იყოს შესული 24 ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი.

ამავე თემაზე: 24 პროექტი, რომელიც გორის მერიამ 4 წელში უნდა განახორციელოს

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა რა შეასრულა კოტე თავზარაშვილმა მერად არჩევიდან ერთი წლის თავზე. გორის მერმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ საკითხზე დღეს ერთი წლის ანგარიშს წარადგენს და დაინტერესებულ მოქალაქეებს მეტი ინფორმაციის მიღება სწორედ ამ შეხვედრაზე შეეძლებათ. 

"დღეს თეატრის დიდ დარბაზში 17:00 საათზე მოსახლეობას ანგარიშს წარვუდგენ და რა გავაკეთეთ მიმდინარე წელს, იქ ვისაუბრებთ დეტალურად. მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტში 2018 წელს და ასევე აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მომდევნო წლებშიც. გზები გავაკეთეთ, 12 ჭაბურღილი დავდგით, 2019 წელს დაქსელვა წავა და წყალს ოჯახებში შეუყვანენ. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა," - აღნიშნა გორის მერმა.

Read 520 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი