Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 15:23

გორის მერი: შიო მღვიმელის ქუჩა, გოგებაშვილის მსგავსად, მოწესრიგდება

Rate this item
(0 votes)

გორში ყველა ქუჩა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს, აუცილებლად გაკეთდება, მათ შორის შიო მღვიმელის ქუჩაც, - უთხრა რადიო "მოზაიკას" გორის მერმა.

“შიო მღვიმელის ქუჩა არის მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე და ვგეგმავ, რომ როგორც მეორე სანაპირო გაკეთდა, იგივენაირად გაკეთდეს ესეც, შეიძლება ასეთი მასშტაბური არ იყოს, რადგან შედარებით ვიწრო ქუჩაა და კერძო საკუთრებაშია გარკვეული ფართები. გვინდა, რომ ორივე სანაპირო იყოს მიმზიდველი და ლამაზი. ჯერჯერობით ვერ გეტვით, ეს მომავალ წელს გაკეთდება თუ არა, მაგრამ ამ ოთხ წელში გვინდა რომ ყველა ქუჩის რეაბილიტაცია მოხდეს და მოსახლეობა გულდაწყვეტილი არ დარჩეს“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ამავე თემაზე: როგორ გამოიყურება ახალი ბულვარი გორში - ფოტოები

შიო მღვიმელის ქუჩა ამჟამად მოსაასფალტებელია, რის გამოც, ნალექიან ამინდებში გუბეები დგება და ადგილობრივებს გადადაგილება უჭირთ.

qucha shiosi da gogebashviliiiis

Read 1188 times